ვარკეთილში, აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დამწვრობა აქვს მიღებული. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა.