საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით სარგებლობა იმ გრაფიკით შეუძლია, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები არ იქნება.
ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს.
"შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, უნდა პროტესტის სხვა ფორმები გამოიყენოს, უბრალოდ, არგუმენტირებული უნდა იყოს. მგონი განსხვავებას ნახავდა, რა ციხე დატოვა 2012 წელს და როგორ საპყრობილეში ზის ახლა.
რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ა.შ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ ნათესაობამ მიუტანოს, რაც ეხება ტელეფონს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება," - განაცხადა ზარქუამ.