ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.
გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია და დიდი ტრაგედიაა, კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამვხატო ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში, რაც გამოიკვეთება, შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.