ავტორი:

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მივიდა

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მივიდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რა არის პატრიარქის გზავნილი სააკაშვილისადმი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იტყვის. მისივე განმარტებით, პატრიარქის კურთხევა აქვს ციხეში შესვლასთან დაკავშირებით.

“შევალ, მივინახულებ და როცა გამოვალ გეტყვით”, - აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

ამ წუთებში დეკანოზი რეგისტრაციას გადის იმისთვის, რომ ციხეში შევიდეს.