პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი - დაშავდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კატასტროფების მართვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნასირ ნასირმა განაცხადა.
აშშ -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა იყო, მისი ეპიცენტრი კი ქალაქ კვეტას აღმოსავლეთით 102 კილომეტრში დაფიქსირდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 100-ზე მეტი შენობა დაინგრა, მათ შორის სამთავრობო დაწესებულებები. დაზიანებულია უამრავი ნაგებობა. ასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულების უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.