ავტო საღებავების, ლაქ საღებავებისა და დამხმარე მასალების კომპანია „ავტო ინვესტი“ ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია ცნობილი გერმანული ბრენდების - STANDOX და DUXONE ფირმის ავტო ლაქ-საღებავებს და სამღებრო დამხმარე მასალების იმპორტს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. „ავტო ინვესტის“ სამ ფილიალს, რომლებიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს, ახალი, მეოთხე ფილიალი დაემატა, რომელიც ქალაქ რუსთავში მდებარეობს.
რა პროდუქციაა წარმოდგენილი ფილიალებში და რა სახის მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს? - ამ კითხვებზე „ავტო ინვესტის“ წარმომადგენელი, ირაკლი წვერავა გვპასუხობს.
რა პროდუქციაა წარმოდგენილი „ავტო ინვესტის“ ფილიალებში და რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
- ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილი ლაქ საღებავები და დამხმარე მასალები გამოიყენება როგორც ავტო ინდუსტრიაში, ასევე ნებისმიერ მეტალის კონსტრუქცია-ნაგებობებზე. „ავტო ინვესტში“ ყველაფერია, რაც სჭირდება ავტომობილს ვიზუალური დაზიანების შედეგად რომ გასწორდეს. იქნება ეს პოლირება, სამღებრო სამუშაო, ავტო საღებავის ფერების შეზავება თანამედროვე სპექტომეტრით. სპექტომეტრი არის სპეციალური მოწყობილობა, თანამედროვე სკანერი, რომელიც ავტომობილის ზედაპირიდან იღებს მაქსიმალური სიზუსტით ფერს და ეხმარება ქოლორისტს ფერის სიზუსტის სრული შედეგისთვის. ჩვენი სავიზიტო ბარათი არის გერმანული ბრენდი - STANDOX-ი, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ. ეს ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ძალიან პოპულარულია და ნომერ პირველ ბრენდადაა აღიარებული. მისი შედარებით ბიუჯეტური ხაზია DUXONE. ორივე გამოიყენება ქარხნული წესით შეღებვის დროს - MERCEDES BENZ; BMW; და MINI COOPER-ის მარკის ავტომობილებზე. ასევე გვაქვს INTERTROTON-ის ბრენდის პროდუქციაც, რომელიც პოლონურია და აქვს საღებავები, ლაქი და დამხმარე მასალები, რაც სჭირდება ხელოსანს, ზედაპირის დასამუშავებლად შეღებვამდე.
რა უპირატესობები გააჩნია „ავტო ინვესტში“ წარმოდგენილ მასალებს?
- მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან შეძენილი მასალებით ავტომობილზე მიიღოს ქარხნული ეფექტი. STANDOX-ი იძლევა 6-7 წლიან გარანტიას, რომ ავტომობილი არ შეიცვლის ფერს, თუ მისი დამუშავება დაწყებული იქნება ნულიდან და ქვედა ფენებში, მაღალი ხარისხის მასალები იქნება გამოყენებული. ჩვენი ინტერესია ქართულ ბაზარზე წარმოვაჩინოთ ბრენდები რომლის იმპორტსაც ვაკეთებთ და მომხმარებლამდე მივიტანოთ ძალიან ხელმისაწვდომ ფასში. მომხმარებლისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარანტია და რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანი ფასები.
ირაკლი წვერავა - „ავტო ინვესტის“ წარმომადგენელი
ადგილზე თუ გყავთ კონსულტანტი, ან რაიმე სერვისს თუ სთავაზობთ მომხმარებელს?
- ჩვენ ვცდილობთ,მაქსიმალურად ინფორმირებული და კმაყოფილი გავუშვათ ჩვენი მომხმარებლები. გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურებაც, მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დაგვიკავშირდეს ტელეფონით, ან „ავტო ინვესტის“ „ფეისბუქის“ გვერდზე და მიიღოს საჭირო ინფორმაცია. დავეხმარებით მასალების შერჩევაში და ყველაფერს ადგილზე, უფასოდ მივუტანთ.
ვინ არის თქვენი მომხმარებელი ძირითადად?
- ყველა, ვისაც მანქანა ჰყავს, მაგრამ ძირითადად, 80% ჩვენი მომხმარებლებისა არიან ხელოსნები, რომლებიც თავად მოდიან მაღაზიაში. ან, ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავად არჩევს საღებავებსაც და საჭირო მასალებსაც, რა თქმა უნდა, ხელოსნის რეკომენდაციით.
სად მდებარეობს „ავტო ინვესტის“ მაღაზიები?
- ჩვენი ფილიალები არის თბილისში, გლდანი 1მკრ. მიმდებარედ; ქუთაისში - გუგუნავას ნ20; ბათუმში - შავშეთის 27ნომერში და რუსთავში, ცურტაველის და მეგობრობის ქუჩების კვეთასთან, რომელიც შაბათს გაიხსნება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ვცდილობთ რომ ხარისხი და ფასები შევინარჩუნოთ, გავხსნათ ყველა დიდ ქალაქში ფილიალები და მაქსიმალურად ინფორმირებული და კმაყოფილი გავუშვათ ჩვენი მომხმარებლები.
R