ავტორი:

"დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა" - საპატრიარქოს განცხადება

"დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა" - საპატრიარქოს განცხადება

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი შევიდა, რომლის თაობაზე საპატრიარქოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა.

"დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება".