"ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დაგვრჩა, არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, დაბალი მოთხოვნის გამო, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას არც დონაციის გზით მიიღებს და არც შეიძენს.
"დღეს ჩვენ გვაქვს „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილი. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ მოთხოვნა თითქმის არ არის, იმის ალბათობაა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს. ქვეყანა აღარ ყიდულობს „ასტრაზენეკას“, არც დონაციით არ მივიღებთ“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
ცნობისთვის, „ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა. მოქალაქეებს მხოლოდ „ასტრაზენეკას" მეორე დოზებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ.