ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო" - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილო დაიკლო.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი. დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი მისმა პირადმა ექიმმა შეამოწმოს, რასთან დაკავშირებითაც პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართეს, როგორც ბასილაია ამბობს, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი დაკავების შემდეგ, მე-8 დღეა შიმშილობს.