ავტორი:

მაშველები ნანგრევებში 3 მცირეწლოვანს ეძებენ, ტერიტორიიდან სპეცტექნიკით დიდი ბეტონის ფილები და ნარჩენები გააქვთ - ბოლო ცნობები ბათუმიდან

მაშველები ნანგრევებში 3 მცირეწლოვანს ეძებენ, ტერიტორიიდან სპეცტექნიკით დიდი ბეტონის ფილები და ნარჩენები გააქვთ - ბოლო ცნობები ბათუმიდან

მაშველები ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდა, კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ. მისი ასაკი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის მესამე სართულზე, სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.

"კურიერთან" საუბარში ოჯახის ახლობელმა განმარტა, რომ კონტაქტზე არც დედა და არც ბავშვი არ გამოსულან და მათ, რაიმე საიმედო ინფორმაციას, სამწუხაროდ, სამაშველო სამსახურის წევრები არ ეუბნებიან.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბავშვს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მეოთხე სართულზე იმყოფებოდნენ. მათი ასაკი 1.2 და 9 წელს შეადგენს. მაშველებმა არასრულწლოვნების დედა რამდენიმე საათის წინ იპოვეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის მაშველები დაახლოებით 13 ადამიანის პოვნას ცდილობენ. დანგრეული კორპუსის ტერიტორიაზე სპეცტექნიკამ მუშაობა განაახლა.

მაშველებმა ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან ავტომობილი გაიყვანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი

სავარაუდოდ, მაშველები დიდი ბეტონის ფილებისა და ნარჩენებისგან, ასევე ჩარჩენილი ავტომობილებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 11 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე 2 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.