ავტორი:

ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიაქვთ - ფოტოები ბათუმიდან

ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიაქვთ - ფოტოები ბათუმიდან

ბათუმში, მემედ აბაშიძის და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, სადაც ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მოქალაქეებს თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

ისინი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

"ეს არის ქალაქის დიდი ტრაგედია. ადამიანებმა დაკარგეს ოჯახის წევრები, ძალიან გვიმძიმს რაც მოხდა. ვიზიარებთ მწუხარებას და რაც შეგვიძლია დაზარალებულების გვერდით ვართ",- აცხადებენ მოქალაქეები.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.