ავტორი:

"მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა" - რას წერს კარლ ჰარცელი ბათუმის ტრაგედიაზე

"მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა" - რას წერს კარლ ჰარცელი ბათუმის ტრაგედიაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

"მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს", - წერს კარლ ჰარცელი Twitter-ზე.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.