ავტორი:

ბათუმის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა (ვიდეო)

ბათუმის იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა (ვიდეო)

ბათუმში, იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. პალატაში ოთხი პაციენტი იმყოფებოდა, მაგრამ არცერთ მათგანს არანაირი ზიანი არ მიყენებია. რა თქმა უნდა, ემოციური იყო მშობლების მხრიდან რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია ამ ინციდენტს.

ბავშვები უსაფრთხოდ არიან. ნაწილი ბინაზე წავიდა და ნაწილი კლინიკის ტერიტორიაზე გადაანაწილეს. მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსული, სამაშველო სამსახურიდან, შეაფასეს მდგომარეობა. ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვეცოდინება“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ.