ავტორი:

"ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს,  ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს,  ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ," - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ახლა მთელი ყურადღება არჩევნებს უნდა დაეთმოს. წერილში სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით ნიჰილიზმის დათესვა, "საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია“.

"მეგობრებო, მინდა ყველას მოგმართოთ თხოვნით - ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას, ახლა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნიჰილიზმის დათესვა, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია.

ქვეყანა ბევრი მეთოდით უნდა შევცვალოთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია, არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. მე, ჩემი მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, 30 ოქტომბრამდე ცოცხალმა მივაღწიო. ჩემს წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ“,- აღნიშნულია სააკაშვილის განცხადებაში.