ავტორი:

"რაღაც ძალამ ველოსიპედიდან ჩამომაგდო და ხელი 5 ადგილას მოვიტეხე" - სააკაშვილის უცნობი ეგვიპტური ისტორია და "მუმიის წყევლა“

"რაღაც ძალამ ველოსიპედიდან ჩამომაგდო და ხელი 5 ადგილას მოვიტეხე" - სააკაშვილის უცნობი ეგვიპტური ისტორია და "მუმიის წყევლა“

"რაღაც ძალამ ველოსიპედიდან ჩამომაგდო და ხელი 5 ადგილას მოვიტეხე" - მიხეილ სააკაშვილის უცნობი ისტორია ეგვიპტეში არაოფიციალურ ვიზიტსა და ფარაონის "მაგიაზე".

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან 2020 წელს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს დროს ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდიდან სხვადასხვა ისტორია გაიხსენა, მათ შორის ერთ-ერთი კი ეგვიპტეში მის არაოფიციალურ ვიზიტს ეხებოდა.

"საქართველოში საპარლამენტო კრიზისი იყო. ვიფიქრე, სადმე საზღვაო კურორტზე დავისვენებდი. ზამთარი იყო, სად უნდა წავსულიყავი? ! გავფრინდი ეგვიპტეში. თან დაცვის ორი წევრი გავიყოლე. შარმ-ელ-შეიხზე ვისვენებდით. იმავე დღეს მირეკავს ტელეფონი. ეგვიპტის პრეზიდენტი იყო და მეუბნება - მიხეილ, რა კარგია, რომ ჩამოხვედი. დასავლეთში ჩვენ წინააღმდეგ შავი პიარია აგორებული. ამბობენ, რომ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ. მართალია, რამდენიმე დღის წინ დასავლელ ტურისტებს თავები დააჭრეს. მე ახლა სამხრეთ აფრიკაში ვარ, პირადად ვერ გნახავ, მაგრამ გიგზავნი თვითმფირნავს, ჩემს ხალხს და გამოფრინდი კაიროში.

ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ უკვე ვნახე კაირო - მან ყურმილი დაკიდა. კარზე დააკაკუნეს, გავხედე და ვიღაც დაბალი ადამიანი და გენერალი დგანან. პატარა მეუბნება, - მე გუბერნატორი ვარ, მივფრინავთ კაიროში.

ჩამოვფრინდით კაიროში და მე დამსვენებლის ფორმაში ვარ - მაისური, შორტები... ოფიციალური ვიზიტისთვის მზად არ ვიყავი. ტელეკამერები და ჟურნალისტები დამხვდნენ. მასპინძლებიდან მინისტრები იყვნენ და ვთხოვე, რომ ეს კადრები ტელევიზიაში არ გასულიყო. ოფიციალურად არ მაცვია და მერიდება-მეთქი.

"ეგვიპტურმა დემოკრატიამ“ იმუშავა და კადრები არსად არ მოხვდა. კოსტიუმი მომიტანეს, რომელიც დიდი მქონდა და მითხრეს, რომ მეორე დღეს კაიროს დასათვალიერებლად წავიდოდით. ჯერ ხეოფსის მიძინების ადგილი ვნახეთ. ისეთი ოთახიც მაჩვენეს, სადაც ტურისტებს არ უშვებენ, სფინქსის ქანდაკებაში სათადარიგო შესასვლელიდან შეგვიყვანეს, შემდეგ კი ეგვიპტის მუზეუმში წავედით, რომელიც ჩემ გამო დააკეტინეს, თუმცა ბევრი ტურისტი ისედაც არ იყო.

რამდენიმე დღის წინ მოედანზე ხალხი დაცხრილეს, ჯერ კიდევ აულაგებელი იყო დამსხვრეული შუშები. ტუტანხამონი ვნახეთ და გამოვედით.

იქ ნამდვილად ესვენა რამზეს მეორე,. მითხრეს, რომ ეს იყო რამზეს მეორე. მე ვუთხარი, ვა, რამზეს მეორე? რა მაგარია. ბოლესლავ პრუსის "ფარაონი“ პირველად ქართულად ჩემმა დიდმა ბაბუამ თარგმნა.

იქ კი ვიღაცამ შემომთავაზა, რომ რამზეს მეორისთვის ხელი ჩამომერთმია, დეტალებს არ მოვყვები, ცუდი არაფერი მომხდარა. მაგრამ ამ მოვლენიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღის შემდეგ, ვიზიტი მქონდა თურქეთში. ვიზიტების დროს ჩვენი თითმფრინავით დავფრინავდით და თან ველოსიპედიც მქონდა. საღამოს ველოდიპედით სასეირნოდ გავედით და რაღაც ძალამ ველოსიპედიდან ჩამომაგდო და მარჯვენა ხელი, ზუსტად ის ხელი, 5 ადგილას მოვიტეხე, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ასეთ რაღაცებთან", -ამბობს მიხეილ სააკაშვილი. ნახეთ ვიდეო