ავტორი:

როგორ უნდა შეარჩიოთ საცხოვრებლად ოპტიმალური ადგილი და რა შეღავათებით სარგებლობა შეგიძლიათ თუ ბინის შეძენას გეგმავთ

როგორ უნდა შეარჩიოთ საცხოვრებლად ოპტიმალური ადგილი და რა შეღავათებით სარგებლობა შეგიძლიათ თუ ბინის შეძენას გეგმავთ

ახალი საცხოვრებელი პროექტების გამოჩენასთან ერთად, დასახლებები კიდევ უფრო მჭიდრო და ხალხმრავალი ხდება. ახალაშენებული დეველოპერული კორპუსები უმეტესად კონკრეტულ ადგილებშია ლოკალიზებული, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები კი გადატვირთული მოძრაობისა და ხმაურის გამო მოსახლეობის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ამის გამო, ბინის შეძენის მსურველს უწევს, არჩევანი გააკეთოს ქალაქის ცენტრალურ ობიექტებთან სიახლოვესა და მშვიდ გარემოში ცხოვრებას შორის.

ჩამოთვლილმა ფაქტორებმა, ბოლო წლებში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მსურველთა პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე კრიტიკული მაინც ფასია, თუმცა ბინის შეძენისას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მის მდებარეობას და მარტივ წვდომას ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან. ამასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება შედარებით მცირე ზომის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც მრავალბინიანი დეველოპერული პროექტებისაგან განსხვავებით სიმყურდოვის, სიმშვიდისა და პრივატულობის განცდას აჩენს.

ამ კუთხით განსაკუთრებულ ინტერესს ბაგები-საბურთალოს ხიდის გარშემო მდებარე საცხოვრებელი პროექტები აჩენს. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობით, უნივერსიტეტის ქუჩა მცირე სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას შეითავსებს, მასთან მდებარე პროექტები კი საცხოვრებლად კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდება. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი პროექტი გვხვდება, რომელთაგან “ეთჰოუმი” ყველაზე ახალია. პროექტში სამშენებლო სამუშაოები საწყის ეტაპზეა, რის გამოც ეთჰოუმი უფრო ძველ პროექტებთან შედარებით კონკურენტულად დაბალ ფასს ინარჩუნებს, ეს კი პროექტს მეტ საინვესტიციო მიმზიდველობას სძენს.

ეთჰოუმში მხოლოდ 108 ბინა იქნება, რაც პრივატულ გარემოს შეუქმნის მაცხოვრებლებს. დამატებითი კომფორტისთვის მათ შენობიდან გაუსვლელად შეეძლებათ ისარგებლონ აგროჰაბის სუპერმარკეტით, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომითა და 540 კვ.მ საზაფხულო ტერასით. ქალაქში მოქნილად გადაადგილებისთვის შეუფერხებლად გამოიყენებენ ბაგები-წყნეთის ხიდს, უნივერსიტეტის მეტროსადგურს და ნებისმიერი სახის კერძო და საჯარო სატრანსპორტო საშუალებას. შემოგარენში არსებული კარგი რეკრეაციული გარემო, სუფთა ჰაერი, გაშლილი სივრცე და ბუნების შთამბეჭდავი ხედები უბნის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. პროექტის სამხრეთით არსებული ხეობა ფაქტობრივად ქალაქის მთავარი ჟანგბადის არტერიაა, რომელიც კიკეთი-ბეთანია-წყნეთის ჰაერით ქალაქს ანიავებს, პროექტიდან გადაშლილი გაშლილი ხედები კი, ბუნებასთან და სივცესთან მეტი წვდომისა და განტვირთვის შესაძლებლობას აჩენს.

სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ 1 სექტემბრიდან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა და ბინის შეძენა შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. მრავალშვილიან (3 ან მეტ შვილიან) ოჯახებს ბინის შეძენისას სახელმწიფო 8%-ს დაუფარავს. ოჯახებს, რომლებსაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინათ შვილი, სესხის 6%-ს ასევე სახელმწიფო აუნაზღაურებს, სუბსიდირების პროგრამით მოსარგებლე ნებისმიერი პირი კი ეთჰოუმისგან დამატებით ფასდაკლებას მიიღებს. ფასდაკლება 16000 ლარიდან იწყება და დამოკიდებული იქნება ბინის საერთო ღირებულებაზე.

R