ავტორი:

"ჩემი ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი გაიგო" - მამუკა არეშიძე

"ჩემი ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი გაიგო" - მამუკა არეშიძე

"ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი კარგად მიხვდა, რომ "ნაციონალები" მათ ფასადისთვის იყენებენ. ამიტომ ნათელაშვილის "ფანჩატურში" გაერთიანებით დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებენ... სააკაშვილის უცნაურმა ქცევამ პატარა პარტიები ძალიან დააზარალა", - ამბობს ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე და სააკაშვილის დაბრუნების შესაძლო მიზეზებზე, მიზნებსა და იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რომელთა წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ:

- განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ზოგიერთ ქალაქში ოპოზიცია დაწინაურდა. ჩემთვის მოულოდნელი "ნაცმოძრაობის" ტაქტიკა იყო. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებდა, -0:06 მაგრამ როგორც გაირკვა, "ნაციონალები" სხვა ფორმატში, დიდ ქალაქებში ინდივიდუალურად მუშაობდნენ.

- რას გულისხმობთ?

- განსაზღვრულ ჯგუფებთან, კლანებთან ინდივიდუალურად მუშაობას. არ გამოვრიცხავ არც იდეოლოგიურ დამუშავებას და არც ფინანსურ დაინტერესებას. გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბობოლა "ნაციონალებმა" აქცენტი თვითმმართველ და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებზე გადაიტანეს. ზუგდიდი და ბათუმი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებია - ერთი კონფლიქტის ზონასთან, მეორე ავტონომიის დედაქალაქია და ერთგვარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის. მათ არ იმუშავეს ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა მცხეთა, ფოთი, გურჯაანი და ა.შ.

- ჩემი ინფორმაციით, ამომრჩევლის დიდი ნაწილის განაწყენება "ოცნების" მიერ მერობის კანდიდატებად იმ პირთა წარდგენამ განაპირობა, ვინც ყოფილი "ნაციონალები" და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან.

- "ოცნების" საკადრო ტაქტიკა ზოგიერთ ქალაქში, განსაკუთრებით ბათუმსა და ზუგდიდში, ჩემთვისაც გაუგებარი იყო.მათ საკადრო შეცდომები დაუშვეს მძიმე წარსულის მქონე "ნაციონალების" პორტირებით საკუთარ რიგებში და საკუთარი რიგებიდან იმ პირთა ჩახსნით, ვინც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება დიდწილად განაპირობეს. ეს იყო კოაბიტაციის უმახინჯესი ფორმის შედეგი. გააგრძელეთ კითხვა