ავტორი:

რა წერია დოკუმენტში,  რომლითაც სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა - ადვოკატის განცხადება

რა წერია დოკუმენტში,  რომლითაც სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა - ადვოკატის განცხადება

"დოკუმენტში, რომლითაც ყოფილ პრეზიდენტს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება სატელეფონო ზარების მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე," - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სრულ იზოლაციაში და მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.

"ჩვენ გამოვითხოვეთ პასუხი და მივიღეთ ეს დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ამ დოკუმენტში არაფერი წერია.

რეალურად ერთადერთი აბსტრაქტული ფრაზაა გამოყენებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება სატელეფონო ზარების მეშვეობით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რაც არის სრული აბსურდი.

რეალურად, ხელისუფლების მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს სრულ იზოლაციაში და მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე", - განაცხადა საძაგლიშვილმა.