ავტორი:

პროკურორის თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გამოიკითხოს

პროკურორის თქმით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გამოიკითხოს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვას არ გამორიცხავს.

საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

"რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე დემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებაში ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნებ, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ",- განაცხადა სადრაძემ.