ინტერნეტში ალიაქოთი გამოიწვია ქორწილში მომხდარმა უჩვეულო ამბავმა. საქმე ისაა, რომ ფოტოგრაფმა ახლად დაქორწინებული წყვილის სურათები წაშალა. მიზეზი ისაა, რომ ქორწილში არც შეასვენეს და არც საჭმელი აჭამეს. გაბრაზებულმა კი შური ყველაზე "სასტიკი მეთოდით" იძია.
თავდაპირველად მომხდარის შესახებ Reddit-ზე ფოტოგრაფმა თვითონვე დაწერა, რის შემდეგაც, ამბავი სხვა სოციალურ ქსელებსაც სწრაფად მოედო. ამერიკელი ქალი წერს, რომ მოყვარული ფოტოგრაფია და მეგობარს, რომელსაც ფულის დაზოგვა სურდა, საქორწილო ფოტოსესიაზე უარი არ უთხრა.
არც ერთ მაგიდასთან არ იყო ჩემთვის ადგილი შენახული. ამ დროისთვის უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი და მცხელოდა", - ციტირებს გამოცემა "ინდეფენდენთი" მის სიტყვებს.
ფოტოგრაფის განმარტებით, ნეფეს შესჩივლა, მან კი მუქარით უთხრა, რომ ან ფოტოების გადაღებას გააგრძელებდა, ან შესრულებული სამუშაოსთვის გასამრჯელოს საერთოდ არ მიიღებდა და წვეულებიდან წავიდოდა. გაბრაზებულმა ქალმა ყველა ფოტო მის თვალწინ წაშალა და წვეულება დატოვა.
“ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ჭიქა წყლისთვის, ან 5 წუთით დასვენებისთვის აქეთ გადავიხდიდი 250 დოლარს”, - ამბობს ფოტოგრაფი.
წყარო: independent
მოამზადა ანა სიბოშვილმა