ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Pink Floyd-ის ლეგენდარული წევრი, 78 წლის როჯერ უოთერსი დაქორწინდა. მუსიკოსისთვის ეს მეხუთე ქორწინებაა.
ცერემონია მეხიკოში გაიმართა. "ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ მაინც ვიპოვე ჩემი მფარველი“, - წერს ქორწილის მოსაწვევ ბარათში მუსიკოსი თავის მეორე ნახევარზე, კამილა ჩავისზე. მათ ახალი ამბავი საზოგადოებას სოციალური ქსელების საშუალებით შეატყობინეს.
წყვილი საზოგადოების წინაშე პირველად ერთად 2019 წლის ვენეციის კინოფესტივალზე, ფილმ "ჩვენ და მათ“-ის წარდგენაზე გამოჩნდა. მას შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ბასისტი ახალგაზრდა ქალზე იყო დანიშნული.
როჯერ უოთერსი მანამდე ქორწინებაში იყო ჯუდი თრიმთან (1969), ქეროლაინ ქრისთინთან (1976), პრისცილა ფილიფსთან (1993) და ლორი დარნინგთან (2012).
მუსიკოსი მეოთხე ცოლს, ლორის 2015 წელს დაშორდა. ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ, 10-წლიანი თანაცხოვრება უოთერსისთვის მილიონიანი დანაკარგით დასრულდა, თუმცა ლორი არ დაკმაყოფილდა და "როლექსის" 35.000$-იანი საათიც მოსთხოვა ყოფილ ქმარს (ეს მოთხოვნა სასამართლომ ქალის სასარგებლოდ დააკმაყოფილა).
ბოლო განქორწინების შემდეგ, მუსიკოსი პალესტინელ მწერალსა და აქტივისტს, რულა ჯებრიალსაც ხვდებოდა, მაგრამ ეს ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა. მათი ოჯახები ერთმანეთთან ვერ რიგდებოდნენ. გარდა ამისა, ურთიერთობას ხელი იმანაც შეუშალა, რომ წარსულში რულა როჯერის მეგობარზე იყო დაქორწინებული. ამ და სხვა მიზეზების გამო ისინი ძალიან მალე დაშორდნენ ერთმანეთს.
როჯერ უოთერსს წინა ქორწინებებიდან 3 ზრდასრული შვილი - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.
მოამზადა ანა სიბოშვილმა