"რაც თავი მახსოვს, სულ გეი ბარებში დავდივარ", - ამბობს "ჯეიმს ბონდის“ როლის შემსრულებელი, 53 წლის მსახიობი დანიელ ქრეიგი SiriusXM-თან საუბრისას.
მსახიობი განმარტავს, რომ ამის მიზეზი ჩხუბის თავიდან არიდების სურვილია.
მისი თქმით, ჰეტეროსექსუალი მამაკაცები ბარებში აგრესიულობით გამოირჩევიან და წლების წინ ამან გადააწყვეტინა, რომ გეი ბარში წასულიყო. დენიელ ქრეიგი ჰყვება, რომ ბარში ხშირად მოხვედრია მუშტი შეზარხოშებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცებისგან და ამან უბიძგა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო გეი ბარებში სიარული.
"ის ყველაზე უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა ჩემთვის. სულაც არ იყო საჭირო ჩემი ორიენტაციის დასახელება. შემეძლო ბევრი გოგონა გამეცნო ასეთ ბარებში. ეს გოგონებიც ზუსტად იმავე მიზეზით იმყოფებოდნენ იქ, რომლითაც მე", - ამბობს ქრეიგი.
მოამზადა ანა სიბოშვილმა