დღესდღეობით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის გადაადგილება ძალიან მარტივია და ხშირ შემთხვევვაში, საზღვრის კვეთა უმარტივესი პროცედურაა (მხედველობაში თუ არ მივიღებთ კორონავირუსის პანდემიას).
ალბათ, ხშირად გვიოცნებია საოცარ ევრო-ტურზე, რომლის ფარგლებშიც კონტინენტის არაერთ ქვეყანას შემოვივლიდით- დავიწყებდით მოგზაურობას რომიდან, გადავინაცვლებდით ბარსელონაში, პარიზსა თუ ამსტერდამში.
როგორც წესი, ქვეყნებს შორის გადაადგილებისას დიდი დრო გზაში იკარგება, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოქმნის.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის სატრანსპორტო სისტემაში სრულიად ახალი ტექნოლოგიები დაინერგება და მატარებლით გადაადგილება ბევრად უფრო სწრაფი გახდება, ვიდრე ეს დღესაა.
Euronews-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარიზიდან ბერლინამდე ჩასვლა მატარებლით არც მეტი, არც ნაკლები 1 საათში გახდება შესაძლებელი...განაგრძეთ კითხვა