ავტორი:

Area.ge და VISA პარტნიორები გახდნენ

Area.ge და VISA პარტნიორები გახდნენ

უძრავი ქონების პლატფორმა area.ge და VISA პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში მრავალი საინტერესო სიახლე იგეგმება, რომლის მიზანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი სერვისების უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებაა.

უძრავი ქონების შეძენის ან მასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობისას საქართველოში ნაღდი ანგარიშსწორება დღემდე ყველაზე პოპულარული ფორმაა. VISA და area.ge-ს ერთობლივი მიზანია, ქართველ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, რომ ამ სერვისებით ისარგებლონ ონლაინ და თან შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორება ბარიერების გარეშე.

area.ge-ზე თავმოყრილია ისეთი სერვისები, როგორიც არის უძრავი ქონების შეფასება, ფოტოგადაღება და 3D ვიზუალიზაცია, დასუფთავება და სხვა. სერვისით სარგებლობის მსურველს შეუძლია მარტივად შეარჩიოს მისთვის საჭირო მომსახურება და ონლაინ გადაიხადოს საფასური. მიმდინარე აქციით კი, VISA ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი ამ სერვისებზე 15% ფასდაკლებას მიიღებს.

area.ge-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესის განვითარების ამ ეტაპზე, ისეთი პარტნიორი, როგორიცაა VISA. ეს მოგვცემს საშუალებას ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო ინოვაციური სერვისები და მოქნილი უნაღდო ანგარისშწორების სქემები. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე დავნერგოთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რაც VISA-ს უკვე აქვს უძრავი ქონების ბაზარზე.“ - სალომე ტყეშელაშვილი, area.ge-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი.

„Visa-სა და area.ge-ს პარტნიორობა ახალ შესაძლებლობას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ ციფრული გადახდების განვითარებასა და ადაპტირებას საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ წამოწყებას, სრულიად გააციფრულონ ბიზნეს-სერვისები და შესთავაზონ მომხმარებლებს უსაფრთხო, მოსახერხებელი და სწრაფი უნაღდო გადახდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ციფრული გადახდების ადაპტაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ნაღდ ანგარიშსწორებას იყენებს. ეს კი უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს ხელი შევუწყოთ კომპანიებს ინოვაციებისა და უკონტაქტო გადახდების დანერგვაში.”- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

R