ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკის მიზეზებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ამას რამდენიმე ახსნა აქვს, მათ შორის არაიმუნური მოქალაქეების არსებობა და მოხსნილი შეზღუდვები.
კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 წელში 10-13 ათასამდე კოვიდით დაიღუპება.
"სტატისტიკის გაზრდას მარტივი ახსნა აქვს - ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი არაიმუნური მოქალაქე, რომელთაც არ გადაუტანიათ ინფექცია და არ გაუკეთებიათ ვაქცინა, ანუ ხელოვნური იმუნიტეტი არ აქვთ. ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის "დელტა" ვარიანტთან, რომლის დროსაც საშუალოდ 1 ადამიანის ავადობა 9 ადამიანის ტოლფასია და ამავე დროს გვაქვს შემსუბუქებული ან პრაქტიკულად მოხსნილი რეგულაციები. მეტს არაფერს უნდა მოველოდეთ, გარდა იმისა, რაც ახლა გვაქვს.
შეზღუდვების განახლება უმძიმეს ეკონომიური სიდუხჭირისკენ წაგვიყვანს. აქ არის ასეთი შესაძლებლობა - ერთის მხრივ ბუნებრივად თუ გავყვებთ ამ პროცესს, რისი ნიშნებიც არის. ადამიანები ავადდებიან, ჩვენ 75%-იანი იმუნიტეტის მიღწვისთვის მილიონნახევარი ადამიანის ან დაავადება ან იმუნიზაცია გვჭირდება.
ახლა რას ნიშნავს ეს, თუ მილიონნახევარი ადამიანი ავადობას გადაიტანეს, ამას 10-11 თვე დასჭირდება. ანუ 1 წელი კიდევ ამ დღეში ვიქნებით. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, არ სიამოვნებს ხალხს, მაგრამ უნდა ვთქვა - ახლა არის 1,5%. ანუ 11 თვის განმავლობაში მილიონნახევარი ადამიანი თუ გადაიტანს ინფექციას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებით 10-13 ათასი კიდევ ადამიანი დაგვეღუპება.
და ჩვენ შეგვიძლა 3 თვეში მილიონნახევარი ადამიანი ორჯერადად ავცრათ, სიკვდილონობა შევამციროთ, ასევე ჰოსპიტალიზაცია და ყოველდღიური ავადობა. ეს არის ალტერნატივა. ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად 30-40- ათასი დოზა ყოველდღიურად გავაკეთოთ. 3 თვეში ჩვენ ფონს გავალთ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა ამას არ აკეთებს" - ამბობს კულუმბეგოვი "დილის შოუში".