ავტორი:

"მიშა, მიშა, თავისუფლება მიშას" -  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

"მიშა, მიშა, თავისუფლება მიშას" -  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

"მიშა, მიშა, თავისუფლება მიშას", - ამ სიტყვებს სკანდირებენ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მისული აქციის მონაწილეები.

ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი მუმლაძის განცხადებით, აქციებს სისტემატიური ხასიათი ექნება.

“პირადი ღირსების საკითხია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დავიცვათ, ამიტომ მივალთ ყველგან, ვაიძულებთ, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. ყველა პატრიოტი ვერთიანდებით",- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

აქციის მონაწილეებმა ბიზნესცენტრთან მისასვლელი გვირაბის კედელზე სტიკეტების გაკვრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.