ავტორი:

ხმაური და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - დაკავებულია 3 პირი

ხმაური და დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - დაკავებულია 3 პირი

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სიტუაცია დაიძაბა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შემდეგ ტერიტორიიდან 3 პირი გაიყვანეს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს უპირისპირდებიან, რადგან ისინი აქციის მონაწილეებს კედელზე სხვადასხვა სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები სხვადასხვა შეძახილებს სკანდირებენ, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.