სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სიცრუეს უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს და აღნიშნულ საკითზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ.
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, 28 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ.გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ასევე სრული სიცრუეა თითქოს ქურდობისას სახლიდან გაქრა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი.
გაქურდულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის კუთვნილი სახლი.
საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია საოჯახო ნივთები.ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მედიაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულში სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს.