ავტორი:

სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია რუსთავის ციხესთან - აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან არ უნდა გათავისუფლდეს

სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია რუსთავის ციხესთან - აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან არ უნდა გათავისუფლდეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე ათეულობით ადამიანია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ, რადგან მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის "ადამიანების მჩაგვრელი, სასტიკი ადამიანი".

ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.