ალდაგში მანქანის მფლობელებს მათზე მორგებული ავტოდაზღვევის შერჩევა შეუძლიათ
სასურველი პირობების მიხედვით, მძღოლებს საშუალება ეძლევათ, შეარჩიონ მათზე მოგებული ავტოდაზღვევა, რომელიც ყველა გათვალისწინებულ რისკს ფარავს:
1. ავტოდაზღვევა ავტომობილის დაზღვევის სტანდარტული პროდუქტია, რომლის ფასი თქვენი მანქანის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით გამოითვლება და ფარავს ყველა შესაძლო რისკს, რაც ავტომფლობელს აქვს. შესაბამისად, ამ პროდუქტის შეძენისას, ავტომობილთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს ალდაგი სრულად ანაზღაურებს.
2. ავტო ოპტიმუმი არის მათთვის, ვისაც სურს ავტომობილი ნახევარ ფასად ყველა რისკისგან დააზღვიოს და მსხვილი გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან თავი დაიცვას.
ოპტიმუმის მთავარი უნიკალურობა ისაა, რომ სტანდარტულთან შედარებით ნახევარი ფასი ღირს და ყველა გათვალისწინებულ რისკს ფარავს. სხვაობა მხოლოდ მცირე ფრანშიზაშია, ანუ თანამონაწილეობის მცირე თანხაში, რომელსაც დაზღვეული სადაზღვევო შემთხვევის დროს იხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ხარჯის შემთხვევაში, მომხმარებელი საიმედოდ იქნება დაცული.
3. ციფრული სამყაროს მოყვარულებს შეუძლიათ პირველი დაზღვევის აპლიკაცია საქართველოში - ბექაპი აირჩიონ.
ბექაპის მთავარი უპირატესობა მისი ბიუჯეტურობა და მოქნილობაა. დაზღვევის გააქტიურებისას, მძღოლს მანქანაში უმონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც ზუსტად ასახავს მანქანის მიერ გავლილ მანძილს და გადასახდელი პრემიაც სწორედ ასე ანგარიშდება - იხდი მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძრაობ.
აპლიკაცია იდეალურია მათთვის, ვისთვისაც გამარტივებული და გაციფრულებული პროცედურები მოსახერხებელია.
სამივე პროდუქტი ანაზღაურებს ერთსა და იმავე რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ქურდობა, ხანძარი, აფეთქება და სტიქიური უბედურებები.
R