ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საპატიმროში ექიმები შევიდნენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საპატიმროში ექიმები შევიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, ექიმები შევიდნენ. მედიკოსებს ციხეში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, 6 ექიმისგან შედგება. კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდება თუ არა სააკაშვილს ციხიდან ჰოსპიტალიზაცია.

მიხეილ სააკაშვილი მე-19 დღეა შიმშილობს.