ავტორი:

გადავა თუ არა სკოლებში სწავლა ისევ ონლაინრეჟიმზე - რა განაცხადა თამარ გაბუნიამ?

გადავა თუ არა სკოლებში სწავლა ისევ ონლაინრეჟიმზე - რა განაცხადა თამარ გაბუნიამ?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალი არ არის. როგორც მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბოლო პერიოდში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასი.

"სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ ახერხებენ ეფექტიანად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც მოგვცემს საშუალებას შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.