ავტორი:

"სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ" - კახა კალაძე

"სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ" - კახა კალაძე

"ახალი პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება.

"ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. ამ პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისელთა 2 000 000-მდე მოთხოვნა დახმარებაზე იქნა დაკმაყოფილებული სხვადასხვა მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით იმ ოჯახების და ადამიანების გვერდით, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.