ავტორი:

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ფილმის პრემიერაზე - მსახიობის ღვთაებრივმა სილამაზემ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა (ფოტოები)

ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ფილმის პრემიერაზე - მსახიობის ღვთაებრივმა სილამაზემ საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა (ფოტოები)

19 ოქტომბერს "მარველის" ახალი ფილმის, Etrnals-ის პრემიერა შედგა. წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მსახიობი - ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად წარსდგა და კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

მის ორ ქალიშვილს - შაილოს და ზაჰარას ანჯელინას გარდერობიდან ის კაბები ეცვათ, რომლითაც მსახიობი სხვადასხვა დროს გამოჩენილა კამერების წინ.

თავად მსახიობს Olivier Rouseteing-ის 2022 წლის კოლექციიდან ულამაზესი კაბა ეცვა.

სტილისტმა კი Tiffany & Co-ს სამკაულებით შეავსო მისი უნაკლო ჩაცმულობა,

განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ტუჩისა და ნიკაპის აქსესუარი იქცევს, რომელიც ენჯის ახალი ფილმის პერსონაჟის, თენას გამოძახილს ჰგავს. 2021 წლის ფილმში ანჯელინა უკვდავი მებრძოლი ქალის როლს თამაშობს.

მოამზადა ანა სიბოშვილმა