ავტორი:

Black Sea fest "SUNRISE" / "შავი ზღვის ფესტივალი - SUNRISE"

Black Sea fest "SUNRISE" / "შავი ზღვის ფესტივალი - SUNRISE"

შავი ზღვის ფესტივალი "SUNRISE" ტარდება საერთაშორისო პროექტის SUNRISE (BSB 521) ფარგლებში, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ოთხი ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით - საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდავეთი. ფესტივალის ორგანიზატორი - IBDIPC (საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი).

ფესტივალის მიზანია - ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის, ადგილობრივი რეწვის და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება

  • ხელნაკეთი, ტრადიციული რეწვის ნივთების მწარმოებლები
  • ადგილობრივი ღვინის მარნები
  • სოფლის მეურნეობის / ადგილობრივი კვების პროდუქტების მწარმოებლები (მაგ: თაფლი, ჩირი, ჩაი, ჯემი, მურაბა, და ა.შ.)

ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეიძინონ ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები.

ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება ასევე - ფოტო-გამოფენა - „ბათუმი კინოში”, ჯგუფ „ASEA SOOL”-ის აკუსტიკური კონცერტი.

ფესტივალის თარიღები - 23-24 ოქტომბერი (13.00 - 20.00 სთ.)

ფესტივალის ლოკაცია - ევროპის მოედანი

ფესტივალის ფეისბუქ ევენთ გვერდი - https://www.facebook.com/events/197734159153116

საკონტაქტო ინფორმაცია - 599-482181, ელ.ფოსტა - ibdipc@gmail.com

ფესტივალის პარტნიორები - ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია (TIFA), აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „აგრომანია“ (კრაფტული პროდუქტების მაღაზია), აჭარის ტელევიზია

NS