ავტორი:

"სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული - მანიპულირებს საკუთარი დიეტა-შიმშილობით" - ნინო წილოსანი

"სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული - მანიპულირებს საკუთარი დიეტა-შიმშილობით" - ნინო წილოსანი

"ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილი არის მოარული კანონდარღვევა და კაცი დანაშაული", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ასევე კანონდარღვევასთან იყო დაკავშირებული.

"დარწმუნებული ვარ, არც მისი ამომრჩევლისთვის იყო მისაღები ასე ლაჩრულად და სამარცხვინოდ, კონტეინერში, რძის პროდუქტებთან ერთად საქართველოში მისი შემოსვლა", - განაცხადა წილოსანმა.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის შიმშილობის საკითხს და განაცხადა, რომ მის ჯანმრთელობაზე ყოველდღიური დღის წესრიგის აწყობა შეურაცხმყოფელია და მას დახვდა პენიტენციური დაწესებულება, სადაც ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

"მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლის ემოციებზე იმოქმედოს, მანიპულირებს საკუთარი დიეტა-შიმშილობით. როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის, ასევე მის შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს. მის პროვოკაციებზე მეტი ყურადღების გამახვილება არ ღირს", - განაცხადა წილოსანმა.