ავტორი:

შეიცვლება თუ არა "ფეისბუქის" სახელი და რა გეგმები აქვს მარკ ცუკერბერგს სინამდვილეში?

შეიცვლება თუ არა "ფეისბუქის" სახელი და რა გეგმები აქვს მარკ ცუკერბერგს სინამდვილეში?

"ფეისბუქის" დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის გუნდის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ "ფეისბუქს" სურს, "მეტავერს" კომპანია გახდეს. აღნიშნულ წერილში ნახსენები ფრაზა იმის შესახებ, რომ "ფეისბუქი" სახელის ცვლილებას გეგმავს, ბევრმა არასწორად გაიგო და მიიჩნიეს, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" ეცვლება სახელი.

რეალურად კი საუბარია არა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის", არამედ კომპანია "ფეისბუქის" სახელის ცვლილებაზე, რომელიც თავის მხრივ, სხვადასხვა ქვეკომპანიებს აერთიანებს.

The Verge-ის ცნობით, კომპანია "ფეისბუქმა" იმიტომ გადაწყვიტა სახელის შეცვლა, რომ აქვს გეგმა მომავალში გახდეს "მეტავერს“ კომპანია. თავად ტერმინი "მეტავერსი“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდანაა ნასესხები და მიუთითებს ინტერნეტის მომავლის ვერსიაზე, როცა ადამიანებს შეეძლებათ ლეპტოპების და ტელეფონების ნაცვლად, ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით ჰქონდეთ ინტერნეტ ქსელზე წვდომა.

მარკ ცუკერბერგს ახალი სახელი ჯერ კიდევ არ მოუფიქრებია.

ბოლო დღეებში ბევრი სპეკულაცია გავრცელდა "ფეისბუქის" ახალი სახელის შესახებ, მაგრამ კომპანიის სპიკერის განცხადებით, ისინი ჭორებზე არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ.

მოამზადა ანა სიბოშვილმა