ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც გლდანის ციხეს ეკუთვნის" - პირადი ექიმი

"მიხეილ სააკაშვილის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც გლდანის ციხეს ეკუთვნის" - პირადი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.