დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ლისის ფერდობიდან ვიდეოს აქვეყნებს და იქ არსებულ სახიფათო ვითარებაზე წერს:
"მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას!!! ტოგო ვუდავას ქუჩა 15. სად არიან მერობის კანდიდატები, გასცენ ამ ხალხს პასუხი! 112-თან არის! არ იყიდოთ აქ სახლი, საშიშია!!" - წერს გოდოლაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა თბილისის მერიაში. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ერთი კვირაა, რაც მშენებლობა გააჩერა. ხვალ კი ადგილზე კონსტრუქტორი მივა და გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება.