ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა და კიდევ 43 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა და კიდევ 43 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 011 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 618 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 393 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა - 87, იმერეთი - 729, ქვემო ქართლი - 221, შიდა ქართლი - 195, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 235, კახეთი - 539, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც:

6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 256, აჭარაში - 496, იმერეთში - 1 288.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში - 545, აჭარაში - 132, იმერეთში - 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 28.

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 218 - აჭარაში.

44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.