ავტორი:

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამინდი გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

25 ოქტომბერს (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) გაწვიმდება და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.