ავტორი:

"შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები?!" - მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს

"შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები?!" - მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მან სააკაშვილს "ვითომ შიმშილობისთვის" თავის დანებებისკენ მოუწოდა.

"შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები, ან რას იმას შვები რა... თუ მართლა გინდა ეს შერიგება. დაიწყე შერიგება და შევხედავთ, მერე ვნახოთ. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და იძახიან საყოველთაო შერიგებაო, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოგინდა და შერიგდები უცებ, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო.

შერიგება არის დამოკიდებული ვისთანაც რიგდები იმაზეც. ხან ისე იქნება, ხან ასე იქნება, ხან პრეზიდენტი ხარ, ხან ციხეში ხარ. ორივე სიტუაცია გაანალიზეთ, პრეზიდენტი რომ ხარ, თავში კი ნუ აგივარდება, ყველაფერი შენი კი ნუ გგონია. ხო, მერე ციხეშიც შეიძლება მოხვდე და იმ ციხეშიც ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ და ახლავე გამომიშვით.

რომ გამოგიშვან მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები, ჯობია აღიარო, რომ არასწორად იცხოვრე, არასწორად გააკეთე. მადლობა უთხარი ღმერთს, რაის შიმშილობა.

უწმინდესმა გამოგზავნა აგერ სეფისკვერი და ლოცვა-კურთხევა და მიიღე ეს ლოცვა-კურთხევა და მიიღე ის სეფისკვერი, წყნარად, მშვიდად გააგრძელე შენი ცხოვრება, ოღონდ უკვე სინანულით ცხოვრება. რა გინდა, რას ეპოტინები ამ ხელისუფლებას?! ამას გიზამთ, იმას გიზამთ, რა არის ახლა ეს, ვის რაში სჭირდება, ვის რას უმტკიცებენ, ან რა არის ბოლო ამისი?!

რომ შერიგდე, უფალთან უნდა შერიგდე ხო?! ჩვენ ერთმანეთში უფალი გვარიგებს, თუ ჩვენ უფალში არ შევრიგდით, მაშინ აქ ბოროტთან შერიგება არ გამოვა რა, და შენ თუ ბოროტებას მთავაზობ, როგორც შერიგების საფუძველს, მე იმ ბოროტებაში ვერ შეგირიგდები", - ამბობს მეუფე სტეფანე.