ავტორი:

"ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს" - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს" - ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

"სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი.

"როცა პრეზიდენტი იყო, მას ეგონა, რომ კანონზე მაღლა იდგა. ამიტომ ჩაგრავდა მოსახლეობას, ართმევდა ადამიანებს ბიზნესს, სახლებს, აწამებდა და აუპატიურებდა ხალხს მისი პარტია და მისი ჯალათები. ახლა ჩამოვიდა თავისი უგუნური, მოკლე ჭკუით და გაუთვლელი ნაბიჯებით და ჩაჯდა ციხეში, სადაც დიდხანს იჯდება.

ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს, ატყუებს და შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებას. თუ ადამიანი თავისი ნებით შიმშილობს, ის დაემორჩილება ციხის ადმინისტრაციის წესებს და პროტოკოლს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.