რუსთავში, დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა. მისივე თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც და ისინი 14 ოქტომბერს, ე.წ. „ცოცხების აქციის" მონაწილეები არიან.