ავტორი:

"ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები გავარკვიო" - რა განაცხადა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმიდან კარდიოლოგის წასვლაზე

"ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები გავარკვიო" - რა განაცხადა რატი ბრეგაძემ სააკაშვილის მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმიდან კარდიოლოგის წასვლაზე

რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ბრეგაძემ კონსილიუმის წევრ ყველა ექიმს მადლობა გადაუხადა.

"რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. ვეცდები. რომ გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთანავე, ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მასსა და ფაღავას შორის დაპირისპირება არ ყოფილა და ეს ინფორმაცია სიცრუეა.

"მითხარით, სად იყო უთანხმოება, როდესაც თქვენ ამბობთ, თითქოსდა ჩემი და ბატონი ფაღავას განცხადებებში არის უთანხმოება და ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან დაპირისპირება, კიდევ ერთი სიცრუეა და ნუ შეგყავთ შეცდომაში მაყურებელი და საზოგადოება. არსად ყოფილა ამაზე საუბარი. ფაღავას არ უსაუბრია სამოქალაქო კლინიკაზე. მე ვთქვი და კიდევ ხაზგასმით ვამბობ, რომ ექიმებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანაზე, მათ შორის სამოქალაქოში. რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა ჩემთვის უცნობია. ვეცდები, რომ გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, - განაცხადა ბრეგაძემ

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დღეს დატოვა.