ავტორი:

"სული უნდა შეუბერონ“ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული მის კარგად ყოფნაზე" - პაატა მანჯგალაძე

"სული უნდა შეუბერონ“ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული მის კარგად ყოფნაზე" - პაატა მანჯგალაძე

"უნდა გაუფრთხილდნენ, სული უნდა შეუბერონ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული სააკაშვილის კარგად ყოფნაზე", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენის დასკვნა, რომ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებას არ აქვს საკმარისი რესურსი, მისთვის უფრო სარწმუნოა, ვიდრე ხელისუფლების განცხადებები, რომლებიც გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე იღებენ. მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებას მოჰყვეს.

"მინდა "ქართულ ოცნებას" მოვუწოდო, არა სტატუსიდან გამომდინარე, რომ ყოფილი პრეზიდენტია სააკაშვილი, უბრალოდ, როცა ადამიანი 24 დღეზე მეტი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივია, უარესდება. მძიმე შედეგი რომ დადგეს, ან გონება დაკარგოს, ან კომაში ჩავარდეს, მე ექიმი არ ვარ და არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" წარმოდგენა არ აქვს, რამხელა რეაქცია და რეზონანსი შეიძლება ჰქონდეს ამას საზოგადოებაში.

ხელისუფლებაა ქვეყანაში ყველაზე და ყველაფერზე პასუხისმგებელი, კარგზეც და ცუდზეც და იმაზეც, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული. ახლა უნდა გაუფრთხილდნენ, სული უნდა შეუბერონ, კარგად მოექცნენ სააკაშვილს, რადგან მათი ხელისუფლებაში ყოფნის საკითხი პირდაპირ არის დამოკიდებული სააკაშვილის კარგად ყოფნაზე. მე კარგად ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, უახლოესი ისტორია ვიცი და განსაცდელში მყოფი ადამიანის მიმართ სოლიდარობა ძალიან მაღალია საქართველოში. ეს დაადასტურა იმან, რომ 60 000 ადამიანი იყო გამოსული თავისუფლების მოედანზე და რომ დამძიმდეს მისი მდგომარეობა, ნამდვილად არ არის მათ ინტერესში, ქვეყნის ინტერესში, რადგან სახეზე გვექნება სამოქალაქო ესკალაცია და მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ქართულ ოცნებას". მეტი გონიერებაა საჭირო, "ქართული ოცნების" სიჯიუტის ადგილი ამ მოცემულობაში ნამდვილად არ არის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.