მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, მოშიმშილე სააკაშვილი არის მხნედ, თავისუფლად, მოკითხვას გითვლით და გაფრთხილებთ, რომ თქვენს კისერზე ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, დაიბრუნეთ ადეკვატურობა და მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც მის უსაფრთხოებას.
"იგი არ განიხილავს გლდანის ციხეში გადაყვანას. ჩვენ ვისაუბრეთ მისთვის შექმნილ სააფრთხეებსა და სრულიად იზიარებს სააკაშვილიც ამ საფრთხეებს, ეს ინფორმაცია უტყუარია. გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის არა იმდენად ჯანმრთელობას ემუქრება საშიშროება, რამდენადაც მის უსაფრთხოებას. ჩვენ არ დავუშვებთ მის გადაყვანას, იმიტირებული ბუნტებისთვის და ე.წ. სირცხვილის კორიდორებისთვის მის გამეტებას.
ეს არის გამორიცხული. იგი ან იქნება აქ ან იქნება სამოქალაქო კლინიკაში, წერტილი! ამასაც უნდა შეეგუოთ და გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღოთ. ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არის სრულად თქვენი პასუხისმგებლობა. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, მოშიმშილე სააკაშვილი არის მხნედ, თავისუფლად, მოკითხვას გითვლით და გაფრთხილებთ, რომ თქვენს კისერზე ყულფი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება, დაიბრუნეთ ადეკვატურობა და მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება“, - განაცხადა გვარამიამ.