ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, კოვიდ-19-ის კრიზისი დასრულებისგან შორს არის.
"მიუხედავად იმისა, რომ პროგრესს მივაღწიეთ ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირები იმაზე მიუთითებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორს არის“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებაში.
19-წევრიანი კომიტეტი, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად და რეკომენდაციების გასაცემად, ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის.
კომიტეტის წევრების განცხადებით, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე დახურული სივრცეების ვენტილაცია.