ავტორი:

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

სემეკში ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საბითუმო ბაზრის მონაწილე პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს გააცნეს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში ვაჭრობისათვის შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და მონაწილეებმა იმსჯელეს პირდაპირი მომხმარებლებისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა/დირექტორმა ინტერკონექციისა და ორგანიზებული ბაზრების განვითარების საკითხებში ზურაბ ეზუგბაიამ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ენერგეტიკულ ბირჟაზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაციის ვადების, პროცედურებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზვიად გაჩეჩილაძემ შეხვედრის მონაწილეებს განუმარტა სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ენერგეტიკულ ბირჟაზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაციასა და ვაჭრობის სიმულაციაში მონაწილეობას ითვალისწინებს.

NS