ავტორი:

"ქართული ოცნების“ მასშტაბური შეკრება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა - რა ხდება თავისუფლების მოედანზე?

"ქართული ოცნების“ მასშტაბური შეკრება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა - რა ხდება თავისუფლების მოედანზე?

"ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მასშტაბური შეკრება თავისუფლების მოედანზე 5 საათზე სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. შემდგომ შეკრებილებს პარლამენტარმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა და სიტყვა პერმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა, რომელმაც შეკრებილებს მადლობა გადაუხადა. "ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მის ნაწილად იქცა. ეს ხელისუფლება ემსახურება ხალხს. აღარავის უნდა წარსულზე ლაპარაკი, რადგან უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანამ აღარ უნდა დაუშვას "დიქტატორ სააკაშვილის მმართველობა".